ქუთაისის “ტორპედო” თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს სუპერთასის მფლობელი
საფეხბურთო კლუბო ქუთაისის “ტორპედო” თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს სუპერთასის მფლობელი.
დავით პეტრიშვილის სახელობის არენაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი თასის მფლობელ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა.
პირველი ტაიმში ანგარიში 76-ე წუთზე საჩხერელთა ახალწვეულმა ირაკლი ბუღრიძემ გახსნა. 86-ე წუთზე, ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი ლევან კუტალიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ტორპედომ 2:1 მოიგო და სუპერთასს დაეუფლა.