უკვე ცნობილია ის სასწავლო პროგრამები, რომლებზეც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს მიღებას გამოაცხადებს.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი აბიტურიენტებს სამ მიმართულებას სთავაზობს. ესენია: მათემატიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერებები. სასურველ სასწავლებლებს შორის ქუთაისის უნივერსიტეტის მითითება მომავალ სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების განაცხადში შეეძლებათ. უმაღლესი სასწავლებელი, სადაც სწავლა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამების და სტანდარტების მიხედვით წარიმართება, სტუდენტების პირველ ნაკადს სექტემბრიდან მიიღებს.
ამ მომენტისთვის 150 ჰექტარ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი სრულდება.