ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა პირველი ნაკადის მისაღებად ემზადება. ახალ უმაღლეს სასწავლებელში 1 000-ზე მეტ აბიტურიენტს სურს მოხვედრა. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტი სტუდენტებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამებს შესთავაზებს. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვანი იქნება და მას ქართველი და უცხოელი ლექტორები ჩაატარებენ.
დაჭაობებულ ტერიტორიაზე, 153 ჰექტარზე გაშენებულ საუნივერსიტეტო კომპლექსში უკვე დასრულდა სასწავლო კორპუსების, სტუდენტთა და პროფესორთა საცხოვრებელი კამპუსების, ასევე ბიბლიოთეკის, საკონფერენციო დარბაზისა და სარეკრეაციო ზონების მოწყობა. საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტების შესაბამის უნივერსიტეტში სწავლების მოდელი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილების მიხედვით არის შექმნილი.