კინოსეანსები, ცნობილი მსახიობების მასტერკლასები, საჯარო ლექციები – ქუთაისი ორ დღეში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. საკონკურსო პროგრამაში 25 ნამუშევარია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაგეგმილია სამი ქართული ფილმის პრემიერა. ჩვენებები ოთხ დარბაზში გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება ჩეხური და მოლდოვური კინო პროგრამა, ლეგენდარული რეჟისორის, პედრო ალმადოვარის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი განსაკუთრებული აქცენტი ესპანურ კინოზე გაკეთდება.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილების ფესტივალი 4 ოქტომბერს გაიხსნება.