ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 55-ე სეზონი

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 55-ე თეატრალური სეზონის დასახურად ემზადება.

საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა „მინდია“, რომელიც კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნება. სეზონის დახურვა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ხვალ 19:00 საათზე გაიმართება.