ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნიდან 50 წელი შესრულდა
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნიდან, 50 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისის“ ახალი დადგმა მიეძღვნა.
სპექტაკლის დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი, მხატვარი თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი კი ვახტანგ უშვერიძეა. პრემიერას ოპერის თეატრში იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.