ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მძიმე მდგომარეობაშია.
შენობას სასწრაფო რეკონსტრუქცია სჭირდება. არ არსებობს სპექტაკლების ჩასატარებელი რეკვიზიტებიც. თეატრში ბოლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წელს ჩატარდა, თუმცა პრობლემების დიდი ნაწილი მოუგვარებელი დარჩა.