ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა აქცია გამართეს. მათ ქარხნის ამუშავება მოითხოვეს.
შეკრებილების თქმით, 350 ადამიანი უკვე სამი თვეა სამსახურების გარეშეა დარჩენილი.
შეგახსენებთ, მეტალურგიული ქარხანა მოსახლეობის პროტესტის ფონზე გაჩერდა, რადგანაც გამონაბოლქვის გამო გარემოს დაბინძურება ხდებოდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ქარხანაში მოხდა ფილტრების დამონტაჟება და ვენტილაციის გაწმენდა, რაც პრობლემას მოხსნის. მოქალაქეები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან იყვნენ შეკრებილი.