ქუთაისში მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის.
ბიუჯეტის სწორი დაგეგმარება, აქცენტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ტურიზმის განვითარება და დასაქმების ზრდა ქალაქის პირველი პირის სტატუსისთვის მებრძოლთა საარჩევნო პროგრამებში პრიორიტეტებად არის დასახელებული. რამდენიმე კანდიდატი კი გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივებს პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას ჰპირდება.