ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ერთ-ერთ ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. მომხდარის გამო, მოსწავლეები სხვა ოთახში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მეორე საჯარო სკოლაში, ჭერის ჩამონგრევის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.
სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 700 000 ლარი დაიხარჯა.