ქუთაისის #2 სამშობიაროს ექიმები კლინიკის დირექტორის დაპატიმრებას აპროტესტებენ - რა მიზეზით დააკავეს ირაკლი მერკვილაძე 

ქუთაისის #2 სამშობიაროს ექიმები ამავე კლინიკის დირექტორის, ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრებას აპროტესტებენ. თანამშრომლები ამ წუთებში კლინიკაში არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ დირექტორის დაკავება უკანონოდ მოხდა.

მერკვილაძის ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხრიდან სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო. პირველ არხთან საუბარში მეანგინეკოლოგმა ეკა ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ ის თავად ესწრებოდა ოპერაციას და რაიმე გართულება არ ყოფილა, პაციენტის გარდაცვალება კი თვითმკურნალობამ გამოიწვია.

საქმე ეხება საკეისრო კვეთას, რომელიც ირაკლი მერკვილაძემ  2012 წლის 7 იანვარს 21 წლის ვიოლეტა მარტინოვას ჩაუტარა. პაციენტი კლინიკიდან გაწერის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.