მესამე დღეა ქუთაისი გემოფესტს მასპინძლობს. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ადგილობრივი, ტრადიციული კერძების მოდერნიზებული ვერსია დააგემოვნონ. ფესტივალზე კვების 18 ობიექტია წარმოდგენილი. იქვე ფუნქციონირებს აგრობაზარიც. კულინარიული ნაწილის გარდა, ადგილზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაც იმართება.
ნათია ქენქაძე ქუთაისიდან.