ორი პირია დაკავებული ქურდობის ბრალდებით. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში სანიაღვრე ჭების თავსახურებს იპარავდნენ.
პოლიციამ ორივე მათგანი, ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთი ქურდობის ჩადენის დროს დააკავა. ნაქურდალი თავსახურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.