ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

სამი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით. ერთ-ერთი მათგანმა, სხვადასხვა ავტოსადგომიდან, ქუჩებში და გზის პირას გაჩერებული სატვირთო და მსუბუქი მანქანებიდან 41 აკუმულატორი მოიპარა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. რაც შეეხება, კიდევ ორ დაკავებულს, მათ 22 იანვარს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, ორი მოქალაქის კუთვნილი მანქანები გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი დანაშაულიდან უმოკლეს დროში თბილისში აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში თბილისში, ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სულ დაკავებულია 11 პირი, ასევე დანაშაულის ჩადენაში სამი არასრულწლოვანია მხილებული.