ქურდობის ბრალდებით რვა პირი დააკავეს

ქურდობის ბრალდებით რვა პირია დაკავებული პირველიდან ხუთ თებერვლამდე პერიოდში. ერთ-ერთი საქმე საფოსტო გზავნილებს უკავშირდება. სამართლდამცველებმა საქართველოს ფოსტის თანამშრომელი აიყვანეს. ის არაერთხელ დაეუფლა მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე ქურდობისათვის ერთი პირი ბათუმში, ორი თბილისში, ერთი გორში, ერთი კახეთში, სამი პირი კი მცხეთა –მთიანეთში აიყვანეს, რომლებმაც დაბა ჟინვალსა და სოფელ არაგვისპირეთში ორი სააგარაკე სახლი გაქურდეს. ასევე ქურდობისათვის გურიაში ერთი არასრულწლოვანია მხილებული.

ყველა აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.