18-თვიანი რესტავრაციის პროცესი დასრულებულია. პირველად უნიკალური პალიმფსესტური ხელნაწერი, ქურაშის ოთხთავი აღდგენილი სახით სვანეთს დაუბრუნდა. ქურაშის სახარებას სვანეთში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ის უნიკალური წერილობითი ძეგლია, რომელიც ოთხთავის გიორგი მთაწმინდისეულ რედაქციასა და მინაწერებს შეიცავს. დაზიანებული ხელნაწერის აღდგენა ეროვნული არქივის ლაბორატორიაში მოხერხდა.