საქართველოს პირველმა არხმა კიდევ ერთი მუსიკალური პროექტი დაიწყო. ეს არის ქუჩის მუსიკის ფესტივალი, რომლის მონაწილეები დათო ევგენიძემ შეარჩია. სწორედ პირველი არხის მთავარი მუსიკალური პროდიუსერის გადაცემა „მუსიკის 12 მოციქულში“ ეცნობა მაყურებელი ქუჩის ახალგაზრდა მუსიკოსებს. პანდემიის დასრულების შემდეგ ფესტივალის შემაჯამებელი გალა-კონცერტიც იგეგმება.