პატრიარქის ეპისტოლის წაკითხვის შემდეგ, სამების ტაძარში საშობაო ლიტურგია დაიწყო. შესრულდა ტრადიციული საშობაო საგალობელიც.
მრევლის ნაწილი ქრისტეს შობას ეკლესიებში შეხვდა, სადაც ღვთისმსახურება დილამდე გაგრძელდა. მათ შორის იყო გერგეტის სამება, სადაც „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. წელს ჩვენმა ჟურნალისტებმა საზეიმო ლიტურგია თითქმის ყველა ეპარქიაში გააშუქეს.
მათ კი, ვინც დღესასწაულის შემობრძანება სახლებში იზეიმეს, 7 იანვართან დაკავშირებული კიდევ ერთი ტრადიცია დაიცვეს.
შობის დადგომას მოქალაქეები ფანჯრებში ანთებული სანთლებით შეხვდნენ.