თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალზე „ტერფსიქორე 2022“ გაიხსნა. ფესტივალში სტუდენტები, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობს. გაიმართება კოსტიუმისა და აქსესუარის დეფილე, მასტერკლასები და სამეცნიერო კონფერენცია. ფესტივალი 25 ივნისს გალაკონცერტით დასრულდება.