ქომაგთა მზადება საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის თბილისსა და რეგიონებში
ევრო 2024-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრების მეორე შეხვედრისთვის ემზადებიან დედაქალაქსა და რეგიონებში. წინა მატჩის მსგავსად, თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე ეწყობა ეკრანები. გულშემატკივრების შეკრების ადგილი იქნება მიხეილ მესხის სტადიონი, რომლის მოედანზეც ექვსი ეკრანი განთავსდება. საქართველოს ნაკრების ქომაგები ტრიბუნებზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.
გენო ოსიყმაშვილი მუშაობს „ლოკომოტივის“ სტადიონზე.