ქომაგთა მზადება საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში
ევრო 2024-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრების რიგით მეორე შეხვედრისთვის მზადებაა დედაქალაქსა და რეგიონებში.
წინა მატჩის მსგავსად თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე ეწყობა ეკრანები. გულშემატკივრების შეკრების ადგილი იქნება მიხეილ მესხის სტადიონიც, რომლის მოედანზეც ექვსი ეკრანი განთავსდება. საქართველოს ნაკრების ქომაგები ტრიბუნებზე დასწრებას სრულიად უფასოდ შეძლებენ.