ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩხრეკა ჩატარდა ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სახლებშიც. სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის განცხადებით, გამოძიება ატლანტიკური საბჭოს კონტრაქტორ კომპანიას უკავშირდება. ისინი განმარტავენ, რომ განჩინებაში ნახსენებ ორგანიზაციასთან კავშირი არ აქვთ. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამოძიების ფარგლებში, უწყების მიერ ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა. საქმის ფიგურანტები გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყებაში ხვალ დაიბარეს.