დავით კეზერაშვილისა და ე.წ. ქოლცენტრების საქმე პოლიტიკურ წრეებში კვლავ აქტიურად განიხილება. საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს პარტია „საქართველოსთვის“, რომელიც ქვეყანაში გამოვლენილი ტრანსნაციონალური დანაშაულის გამო, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან ის ხელს შეუწყობს სქემის ორგანიზატორების გამოააშკარავებას.
„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელს შეუშლის საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებში მიმდინარე გამოძიებასა და ისინი აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.