ქოლცენტრების საქმეს უმრავლესობა კიდევ ერთხელ ეხმაურება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არ გაუკვირდებათ თუ ქოლცენტრებს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც ფლობენ, რადგან მათივე თქმით, ოპონენტები დავით კეზერაშვილისგან ფინანსდებიან. თემა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც ორი დღის წინ, სამართალდამცველები აღმაშენებლის 75 ნომერში მდებარე ოფისში გვიან ღამით შევიდნენ, ტერიტორია დალუქეს და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.