ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პროკურატურის მიერ ახალი დეტალების გამოკვეთას ეხმაურებიან პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილს არ სჯერა, რომ „ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ ხელისუფლება ინფორმირებული არ იყო. ოპოზიციის მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე კითხვებს პასუხი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა უნდა გასცენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულითა და ქართველი ჯარისკაცების ძარცვის შედეგად მოპოვებულ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება.