ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „სუბუტექსი“ ამოიღო. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს. ისინი საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული მამაკაცი აიყვანეს. ამოღებულია „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების 274 აბი.

„საქართველოს ფოსტასთან“ თანამშრომლობით, თბილისში დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები. წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევმა ორმა პირმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება იტალიიდან საქართველოში, საფოსტო გზავნილის სახით გამოგზავნა.