„რუსთავი ორის“ ახალი მფლობელი ტელეკომპანიის დამფუძნებლებისგან პასუხს ელოდება. ქიბარ ხალვაშმა დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დღეს ტელევიზიის წილების 20-20 პროცენტი შესთავაზა. მეორე მხარე ჯერ ფიქრობს. სწორედ მათ პასუხზეა დამოკიდებული, გახდებიან თუ არა ხალვაში, დვალი და აქიმიძე პარტნიორები.
„რუსთავი ორის“ დამფუძნებლები არ მალავენ, რომ დღევანდელი წინადადება მათთვის არცთუ მისაღებია და მათ საკუთარი პირობები აქვთ, თუმცა დიალოგი, სავარაუდოდ, გაგრძელდება. დვალმა და აქიმიძემ დღეს ხალვაშის ორი წლის წინანდელი განცხადებაც გაიხსენეს, რომლის მიხედვით, ის მზად იყო, ტელეკომპანიის დამფუძნებლებისათვის ჯამში 50%-იანი წილი გადაეცა.