72 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე . ის იყო ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და 2002-2005 წლებში საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. ქეთევან ლოსაბერიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და ხალხთა მეგობრობის ორდენით.