ქეთევან ციხელაშვილის განცხადება

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო რეჟიმები არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებენ, – რომელიც თითქოს ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება, – რასაც მინისტრი მიუღებლად მიიჩნევს. ის მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნით ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღონ.

შეგახსენებთ, უკვე მე-12 დღეა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ე.წ. გამშვები პუნქტები გადაიკეტა და მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დადგა.