ქეთევან ციხელაშვილი „ნატოს დღეები 2018“ -ის ფარგლებში, ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლას ეწვია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „ნატოს დღეები 2018“ ფარგლებში მშობლიურ, ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლას ეწვია. ქეთევან ციხელაშვილი სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.
მოსწავლეებმა სახელმწიფო მინისტრს სკოლის შემოქმედებით ცხოვრებაც გააცნეს: დაათვალიერებინეს საკუთარი ნახატები, შეასრულეს საკონცერტო ნომრები. საგანმანათლებლო პროექტს „დაბრუნება სკოლაში“, საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს, უკვე მეოთხე წელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მშობლიურ სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრებს მართავენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.