შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აჭარაში მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზებს შეხვდა, რომელთა შორის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ, მათ შორის ბიზნესმენებიც. ქეთევან ციხელაშვილმა საზოგადოებას საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გააცნო. დეტალურად მიმოიხილა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“
აუდიტორია განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულების პროექტებით დაინტერესდა. მინისტრმა მათ დაწვრილებით გააცნო ყველა ის შეღავათი და შესაძლებლობა, რომლით სარგებლობაც ოკუპირებულ თუ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ.