ირაკლი კობახიძემ მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე გაამახვილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და ივან ბრაიოვიჩმა პრესისთვის  ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მონტენეგროს სახით, საქართველოს ნატო-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი ქვეყანა შეემატა.
თავის მხრივ, ბრაიოვიჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის წარმატებული პერიოდი იწყება.