79 წლის ასაკში ქართველი წყალბურთელი, რომის და მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლების მფლობელი, ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო დამცველად აღიარებული, გივი ჩიქვანაია გარდაიცვალა. მან სხვა ქართველ სპორტსმენებთან ერთად წყალბურთის ისტორიაში უძლიერესი გუნდი შექმნა, რომელსაც იმ პერიოდში მსოფლიოს ისეთი უძლიერესი ნაკრებები ჰყავს დამარცხებული როგორიც იტალია, ესპანეთი, იუგოსლავია და რუმინეთი არიან.