წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, მინსკიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ძიუდოისტთა და ბატუტზე მხტომელთა ნაკრებები.
ქართველმა ძიუდოისტებმა შვიდი მედალი მოიპოვეს: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
ბატუტზე მხტომელთა მხრიდან თავი ლუბა გოლოვინამ გამოიჩინა, რომელმაც ინდივიდუალური პირველობის ფინალში გასულ ექვს საუკეთესო სპორტსმენს შორის, 53.990 ქულით მეორე შედეგი აჩვენა, მხოლოდ ფრანგ მეტოქეს ჩამორჩა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს.