ქართველი შინდლერების მემორიალი

თბილისში ქართველი შინდლერების მემორიალი გაიხსნა. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ისრაელიდან დელეგაცია ეწვია. ქართველი შინდლერების მემორიალი ვარკეთილის პარკში „ისრაელის სახლის“ ინიციატივით განთავსდა და მას ქართველი შინდლერების სახელი მიენიჭა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.