ქართველი მსროლელის წარმატება. ქუთაისელი ლიზი კილაძე ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორია.
მსროლელმა თავისი კარიერის უდიდეს წარმატებას ჩანგვონში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მიაღწია.
ფინალში გავიდა ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძეც და მე-7 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე ორ-ორი წარმომადგენელი მხოლოდ საქართველოს და კორეას ჰყავდათ.