ქართველი მსახიობის დაჯილდოება

ქართველ მსახიობს დღეს „ბერლინალეზე“ დააჯილდოებენ. „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილ მსახიობს, სალომე დემურიას „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდოს გადასცემენ.

ქართველი მსახიობი კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ 2023 წლის ათ ევროპელ ნომინანტს შორის გამოარჩია და რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმში შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.

დაჯილდოების ღონისძიება 19 თებერვალს გაიმართება და ქართული დელეგაციის წევრები დაესწრებიან.