ქართველი მოსწავლეები ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ. „ცერნის“ დათვალიერება საინფორმაციო ლექციით დაიწყო. ლექციაზე მოსწავლეებმა სრული ინფორმაცია მიიღეს, თუ რა არის „ცერნის“ ძირითადი დანიშნულება.
მოსწავლეებმა ცნობილი „გლობუსის“ გამოფენა დაათვალიერეს და ქართველი მეცნიერის, ალექსანდრე მესტვირიშვილის ექსპერიმენტს გაეცნენ.
ტექნოლოგიური მეცნიერებებით დაინტერესებული ქართველი მოსწავლეების ცერნში ვიზიტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.