ქართველი მეცნიერების მსოფლიო მიღწევები და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი - გამოფენა ეროვნულ არქივში
ეროვნული არქივი ექსპოზიციას მასპინძლობს. გამოფენის მთავარი თემა ქართველი მეცნიერების მსოფლიო მიღწევები და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალია.
ფოტოგამოფენის მიზანი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ქართველი მეცნიერების საქმიანობის შესახებ საზოგადოების კიდევ უფრო მეტად ინფორმირებაა. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით ხორციელდება.