ქართველი ძიუდოისტების წარმატება

საქართველოს 23-წლამდელ ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. შეჯიბრი პოლონეთის ქალაქ პილაში დღეს გაიმართა. ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის გუნდი 4:3 დაამარცხა და კონტინენტის პირველობა მოიპოვა. მანამდე, 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობა საქართველომ 5 მედლით დაასრულა – სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.