სამი ოლიმპიური მედალი უკვე საქართველოშია – ერთი ოქრო და ორი ვერცხლი ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა ლაშა ბექაურმა. პარიზიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს თბილისში განსკუთრებული ოვაციებით დახვდნენ. ოჯახის წევრებთან და ვეტერან ძიუდოისტებთან ერთად აეროპორტში ასობით გულშემატკივარი შეკრიბა, რომლებმაც სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს. ზეიმი თბილისის ქუჩებში გაგრძელდა.