ქართველი ძიუდოისტების სამი ოქროს მედალი სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე
ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე დღეს სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ოთხი წონითი კატეგორიიდან, სამის ფინალში ჩვენი ძიუდოისტები გავიდნენ.
90 კგ -ში ბექა ღვინიაშვილმა ფინალში კორეელი სპორტსმენი იპონით დაამარცხა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.
100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი რეიტინგის პირველ ნომერს, ჰოლანდიელ ძიუდოისტს შეხვდა, 1:0 დაამარცხა და მეორე ოქროს მფლობელი გახდა.
+100 კგ – კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ფინალში ბრაზილიელთან იჭიდავა. ის ვაზარით იგებდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა იპონით დაასრულა.
შეგახსენებთ, პირველ დღეს ბრინჯაოს მფლობელი 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი გახდა, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ – ში ვერცხლს დაეუფლა.