სამების საკათედრო გუნდის კონცერტი ვატიკანში – ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველებმა სიქსტის კაპელაში იმღერეს. საღამო ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შესრულდა პატრიარქის „ავე მარია“. მგალობელთა გუნდთან ერთად, მაყურებლის წინაშე თამარ იანო ალიბეგაშვილიც წარდგა.
კონცერტი საქართველოს პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შედგა, ღონისძიებას სალომე ზურაბიშვილი და თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.