„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა - პოლიტიკური შეფასებები
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულში სპორტსმენებისა და ახალი სახეების გამოჩენა კრიტიკის საფუძველი გახდა ოპოზიციის მხრიდან. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ამ გუნდით, 26 ოქტომბრის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. შეგახსენებთ, ახალი სია გუშინ პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა, ის სიის მეორე ნომერია. პირველი ნომერი კი ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია. ოცეულში არიან ცნობილი სპორტსმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ახალი სახეებიც წარუდგინა.
#მოამბე სპეციალური გამოშვება – „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენა #LIVE