„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში შეხვედრები დაასრულა, რიგით მე-10 შემაჯამებელი შეხვედრა დღეს თელავში გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თელავში, კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. შეხვედრას დაესწრო კახეთში სახელმწიფო რწმუნებულიც. მთავარი თემა მოახლოებული არჩევნები და მისი „დამაჯერებლად მოგება“ იყო. აღნიშნული შეხვედრით ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაასრულა. ის 100 დღის განმავლობაში, ჯამში, 10 რეგიონს ეწვია.