ქართულმა დელეგაციამ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ქართულმა დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ უზბეკეთის სახელმწიფო კომიტეტში გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილეს. მათი შეფასებით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დიდი პოტენციალი არსებობს.
ხაზგასმით აღინიშნა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაც. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები სატრანზიტო მიმართულების განვითარებაზე აქტიურად იმუშავებენ.
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს უზბეკეთში შორენა ხვიჩია აშუქებს.