ორბელიანების სასახლეში ქართული ვიკიპედიის მარათონი გაიმართა. 21-მა ახალგაზრდამ ქართველოლოგიისა და კოვიდპანდემიის შესახებ 45 სტატია დაწერა და 500 სტატია დაარედაქტირა, რისთვისაც მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული წიგნებითა და ლიტერატურით ისარგებლეს. მარათონში მონაწილე ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტი და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე შეხვდნენ. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც მხარეებმა გამოხატეს სურვილი, რომ საინფორმაციო სფეროში ხელი შეუწყონ ერთობლივ პარტნიორობას და გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა.