კულტურის სამინისტროში ქართული თეატრის სტატისტიკური კვლევის ანგარიშის – „ქართული თეატრი 2022-2023 წლებში“ პრეზენტაცია გაიმართა. ნამუშევარი თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევრებმა მოამზადეს და მოიცავს ბოლო ორი წლის 41 – სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო თეატრთა მონაცემებს, ოცამდე პუნქტის მიხედვით. წარმოდგენილია საქართველოს თეატრების რეიტინგები, წლის განმავლობაში დადგმული პრემიერების, წარმოდგენილი სპექტაკლების, გაყიდული ბილეთების, დამსწრე მაყურებლის, რეპერტუარში არსებული მოქმედი სპექტაკლების, დარბაზის დატვირთულობის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გასტროლების მიხედვით.