ქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული სააკაშვილი რევოლუციას უკრაინულ სასამართლოში გეგმავს, ექსპრეზიდენტმა უკრანიაში საკუთარი დესანტი უკვე გადასხა - სააკაშვილის მიერ რეფორმირებული ქართული სასამართლოს ანატომია და უკრაინული მართლმსაჯულება რევოლუციის მოლოდინში
ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილად გამოცხადებული ექს-პრეზიდენტი უკრაინაში მართლმსაჯულების რეფორმას აანონსებს.
რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნული მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ ზელენსკისგან მიღებული დავალების შესრულებას იმ ადამიანებთან ერთად აპირებს, რომლებიც მისი საპრეზიდენტო მმართველობის დროს საქართველოში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდნენ. დღეს გამოქვეყნებული კადრების მიხედვით შესაძლოა სასამართლოს რეფორმირების საკითხებში ზურა ადეიშვილიც იყოს ჩართული, რომლის მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზია სწორედ მართლმსაჯულების კუთხით არსებობს. საქართველოდან 2012 წელს წასულმა და არაერთ გახმაურებულ საქმეში ბრალდებულმა ექს-მაღალჩინოსანმა ცოტა ხნის წინ თავადვე აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ ყოფილა.