ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

დღეიდან თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე შეემატა.

რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ გაიხსნა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი. მუზეუმში, ბოლო 80 წლის მანძილზე მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების 3500-ზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში მუზეუმის დამფუძნებლები, კოლექციონერები, – გია ჯოხთაბერიძე და მანანა შევარდნაძე, – საოჯახო კერძო კოლექციაში აგროვებდნენ.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნას მარიკა შალიკაშვილი ესწრება.